logo_geo
ხათუნა ლაგაზიძე: წყალტუბოს აღორძინებას იმდენად დიდი ინვესტიცია სჭირდება, რომ ამას მსხვილი ბიზნესიც კი დამოუკიდებლად ვერ ასწევს
- +

5 ნოემბერი. 2019. 11:54

 

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ივანიშვილი ამბობს: „მინდა, გავაწბილო ოპონენტები, სამ წელიწადში არც ერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში, წყალტუბოს პროექტიდან სარგებელს ათასობით ადამიანი ნახავს“.

 

„ეს მიდგომა აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია, განსაკუთრებით ბიზნესისთვის: ვისაც, ბიზნესის კუთხით წყალტუბოს მიმართ დაინტერესება ჰქონია, ყველამ იცის, რომ წყალტუბოს აღორძინებას იმდენად დიდი ინვესტიცია სჭირდება, რომ ამას მსხვილი ბიზნესიც კი დამოუკიდებლად ვერ ასწევს. ამიტომ, თუ ეს დაპირება შესრულდა, თუნდაც წინასაარჩევნო ფორმატში იყოს გაცემული, მთავარია, განხორციელდეს და დასრულდეს, წყალტუბოსთვის, ბიზნესისთვის და ქვეყნისთვის მომგებიანია“, - წერს ხათუნა ლაგაზიძე.

 

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად.

 

„გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ცხრა აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია“, – აღნიშნულია წერილში.

 

 

big_banner
არქივი