logo_geo
„არ იტირო, პატრიარქო, გთხოვ“ - მუსლიმი პედაგოგის წერილი ილია II-ს
- +

5 ნოემბერი. 2019. 13:55

 

თურქეთში მოღვაწე მუსლიმი პედაგოგი ორჰან ბერიძე სოციალურ ქსელში პატრიარქს პოსტს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„მე, თურქეთელმა ჩვენებურმა ქართველმა, მინდა, განვაცხადო პატრიარქის, ილია მეორესთან დაკავშირებით ჩემი აზრები: მეც ვადევნებ თვალ-ყურს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. საქართვლოს ტკივილი მტკივა. წლების წინ ქ. ესქიშეჰირის გუბერნიაში გაიმართა ქართული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოდან, ასევე საპატრიარქოდანაც ესწრებოდა დელეგაცია. დარბაზში პირადად მე წავიკითხე მამაოს მიერ ჩამოტანილი წერილი, ვკითხულობდი თურქეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებზე და თურქეთელ ჩვენებურ ქართველებზე, ძალიან ემოციურ, მეგობრულ წერილს და გული სიხარულით მევსებოდა.

 

ძალიან მიხაროდა, რომ ასეთი პატრიარქი ყავს საქართველოს, ჩვენ ნათესავებსა და მეგობრებს. იმ დღის შემდეგ ბევრ სხვა ადგილზე წავიკითხე ილია მეორის წერილები. ის საქართველოსთვის მუდამ ლოცულობდა, მშვიდობასა და მეგობრობაზე მიუთითებდა. კიდევ, შარშან საპატრიარქოში ვიყავით მიღებაზე სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის, სტამბოლის ქართული ენის ცენტრის და სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრის სახელით დელეგაცია. ძალიან კმაყოფილი დავრჩით. ამ საუკუნეში ასეთი მეგობრული ურთიერთობები ძალიან გვჭირდება. არ იტირო, პატრიარქო, გთხოვ. ღმერთი იყოს მისი და ჩვენი, ასევე ყველა ადამიანის მფარველი“, – წერს პედაგოგი (სტილი დაცულია).

 

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბრის სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ პატრიარქის მიმართ უხამსი ბრალდებები გააჟღერა. ამის მიზეზი სინოდის მიერ მისი მღვდელმთავრობიდან განყენება გახდა.

 

 

 

big_banner
არქივი