logo_geo
მეუფე ანტონი: არც ერთი ჩვენგანი არ ფიქრობდა, რომ მეუფე პეტრე ამას გარეთ იტყოდა, ეს იყო ბომბი
- +

5 ნოემბერი. 2019. 22:18

 

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი სინოდის 31 ოქტომბრის სხდომას იხსენებს და ამბობს, რომ 45 მღვდელმთავრიდან, არც ერთი არ ელოდა იმას, რომ სხდომიდან გასული მეუფე ჟურნალისტებთან მსგავს განცხადებას გააკეთებდა, რასაც მათთვის მობმის ეფექტი ჰქონდა. 

 

როგორც მიტროპოლიტმა ტელეკომპანია "tv პირველის" ეთერში განაცხადა, 46 მღვდელმთავრიდან 45 პეტრეს დამშვიდებას სთხოვდა. მისი სხდომიდან გაყვანაც კი მოუწიათ. თუმცა ამას არ ჰქონია ფიზიკური დაპირისპირებისა და გაწევ-გამოწევის სახე.  

 

მისივე თქმით, პატრიარქი ყველას თავისებურად უყვარს, ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად. მღვდელმთავრები პატრიარქს სთხოვდნენ პეტრე ეპარქიაში დაეტოვებინა, რადგან ეპარქიაში ბევრი აქვს ნაშრომი.

 

"არც ერთი ჩვენგანი არ ფიქრობდა, რომ მეუფე პეტრე გარეთ ამას იტყოდა. ეს იყო ბომბი. პეტრეს თავისი ხასიათი აქვს. ყველანი ვთხოვდით, რომ მეც გამოვედი სინოდზე, მიუხედავად იმისა არ ვეთანხმებოდი იმ გადაწყვეტილებას, მას ძალიან ბევრი ნაშრომი აქვს ეპარქიაში და რამდენიმემ ვთხოვეთ ილია მეორეს, იქნებ დარჩეს ეპარქიაში? რამდენიმეს ეს სასჯელი მისთვის მძიმედ გვეჩვენა. 46 ძმა ვართ, 45 ვთხოვდით, მეუფე პერტრეს, - გაჩერდი, ჩავწყნარდეთ და შიგნით მოვძებნოთ გამოსავალი. მისი გაყვანაც კი მოგვიწია სინოდის სხდომიდან. მაგრამ ამას არ ჰქონია გაწევ-გამოწევის სახე. არც ერთი ჩვენგანისგან ამის მცდელობა არ ყოფილა, რაც ძალიან მესიამოვნა", - განაცხადა მეუფე ანტონმა. 

 

 

 

 

big_banner
არქივი