logo_geo
თბილისში, საბაგირო გზის ქსელის მოწყობა იგეგმება - შეთავაზებულია 120 მარშრუტი
- +

5 ნოემბერი. 2019. 23:55


თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები ერთმანეთს, სავარაუდოდ, საბაგირო დააკავშირებს. სპეციალისტების ჯგუფმა მერიას 120 მარშრუტზე მეტი ვარიანტი შესთავაზა, საიდანაც რამდენიმე ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა.


როგორც თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, იმ მარშრუტებს შორის, სადაც შესაძლოა, საბაგიროები გაკეთდეს, საუბარია თემქიდან თბილისის ზღვის მიმართულებაზე და სამების ეკლესიასთან ძველ თბილისის დაკავშირებაზე.

 

 „წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ იკვეთება ძალიან საინტერესო სქემები თემქიდან თბილისის ზღვის მიმართულებით, ასევე სამების ეკლესიასთან დასაკავშირებლად. გარდა ამისა, განვიხილავთ ძველ თბილისთან საფეხმავლო ბილიკებით ან პოტენციური საბაგიროებით დაკავშირებასაც. ეს არის უნიკალური კვლევა, რომელიც ცვლილებებს შეიტანს გენერალური გეგმის საბაგიროების ქსელში. ვფიქრობ, ძალიან დიდ პოტენციალად შეიძლება აღვიქვათ ის საბაგიროთა ქსელი, რომელიც სულ მალე ჩაბარდება მუნიციპალიტეტს“, - განაცხადა ბითაძემ.

 

მისივე ინფორმაციით, საბოლოო კვლევა ნოემბერში იქნება მზად, რომელიც დაადგგენს, შესაძლებელია თუ არა მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს საბაგიერო გზით დაკავშირება.  იდეის თანახმად, ახალი საბაგირო ქსელი მაქსიმალურად მიმზიდველი უნდა იყოს, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, ასევე ტურისტული მარშრუტების კოორდინირების მხრივ.

 

 

big_banner
არქივი