logo_geo
26 წლიანი მარტოობა - როგორ ცხოვრობს განდეგილი ბერი მიწიდან 40 მეტრზე
- +

6 ნოემბერი. 2019. 13:44

 

65 წლის განდეგილი ბერი მაქსიმე ქავთარაძე კაცხის სვეტად ცნობილი კლდის თავზე 1993 წლიდან მოყოლებული ცხოვრობს და იქ აშენებულ ეკლესიაში მსახურობს. ბერი მთელ დროს მარტოობასა და ლოცვაში ატარებს და კვირაში ორჯერ რკინის კიბით მიწაზე ეშვება, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებთან  ერთად ილოცოს და საკვები მოიმარაგოს.

Скала находится в ущелье.

1944 წელს კაცხის სვეტზე ცნობილი ალპინისტი ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღანელობით ავიდა ჯგუფი, რომელშიც ცნობილი მწერალი ლევან გოთუა, მწერალი აკაკი ბელიაშვილი და არქიტექტორი ცინცაძე შედიოდნენ. სწორედ მათ აღმოაჩინეს სვეტზე მეექვსე–მერვე საუკუნეების შუალედში აგებული ძველი ეკლესიის ნანგრევები.

Столп Кацхи.

კაცხის სვეტი

 

Лестница на вершину столпа.

რკინის კიბე, რომლითაც ბერი მაქსიმე კაცხის სვეტზე ადის.

Столп Кацхи в Грузии.

კაცხის სვეტზე ახალი ეკლესიის აშენება ბერი მაქსიმეს მოღაწეობას უკავშირდება და ეკლესიაც მაქსიმე აღმსარებლის სახელს ატარებს.  იმ 26 წლის მანძილზე, რაც ბერი მიწიდან 40 მეტრზე ცხოვრობს,  ბევრი რამ შეიცვალა. 1993 წელს სვეტზე თითქმის არაფერი იყო. მაქსიმე უამინდობაში მხოლოდ ბრეზენტს იყენებდა ავდრისაგან დასაცავად.  ახლა კი ეკლესიის გვერდით პატარა სახლი დგას, სადაც ბერი ცხოვრობს.

На вершину столпа обычным людям не разрешается подниматься.

ქალებს კაცხის სვეტზე ასვლა აკრძალული აქვთ. სვეტზე ასვლა ბერი მაქსიმეს გარდა, სასულიერო პირებს და რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცს აქვს, რომლებიც განდეგილ ბერთან ერთად ლოცულობენ.

Склеп на вершине столпа.

 
საძვალე, სადაც რამდენიმე საუკუნის წინ, კაცხის სვეტზე მცხოვრები ბერის ნეშტი განისვენებს.

Останки монаха, жившего на вершине столпа Кацхи несколько веков назад.

 

იმისთვის, რომ აქ წარმოდგენილი ფოტოების ავტორს ამონ ჩაპლს კაცხის სვეტზე ასვლის უფლება მოეპოვებინა, რამდენიმე დღე ლოცვებსა და მარხვაში გაატარა. მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს ფოტოგრაფს უფლება ასულიყო კიბეზე, რომელიც ამ ადგილზე 1944 წლის ექსპედიციის შემდეგ მდებარეობს.

 

Монах Максим.

 

საერო ცხოვრებაში ბერი მაქსიმე ამწეს მემანქანე გახლდათ, ამიტომ სიმაღლის შიში დიდი ხნის წინ დაძლია. „აქ, ზეცასთან ახლოს, სრულ მდუმარებაში უკეთ იგრძნობა ღმერთის არსებობა“- ამბობს განდეგილი ბერი.

Монах Максим живет в одиночестве на вершине скалы.

ბერი მაქსიმე ციხიდან გამოსვლის მერე აღიკვეცა ბერად, მოინანია რა ყველა ცოდვა და შეუდგა ბერი–მესვეტის მძიმე ცხოვრებას. მან გააგრძელა მესვეტეების საქმე რომელიც აქ მეთხუტმეტე საუკუნეში შეწყდა ოტომანთა იმპერიის მოძალების გამო.

Столп Кацхи.

„ახალგაზრდობაში ბევრს ვსვამდი, ნარკოტიკებსაც ვეტანებოდი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მივხვდი, რომ უნდა შემეცვალა ჩემი ცხოვრება. ხშირად, ამ ადგილებში ყოფნის დროს, ვუყურებდი კაცხის სვეტს, სადაც თითქოს მიწა და ცა ერთმანეთს ერწყმის. ვიცოდი, რომ აქ ადრე ბერები ცხოვრობდნენ და მათ მიმართ უდიდეს მოწიწებას ვგრძნობდი“ – ამბობს განდეგილი.

Внутри церкви Максима Исповедника.

კაცხის სვეტთან პატარა დასახლება გაჩნდა, სადაც ბერი მაქსიმეს მიმდევრები დასახლდნენ. აქ მოდიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში სირთულეებს შეეჯახნენ, ისევე, როგორეც ოდესღაც ბერი მაქსიმე.

Церковь на неприступной скале.

2007 წელს კაცხის სვეტზე არსებულ ნანგრევებში მამა მაქსიმემ აღმოაჩინა კირქვის მცირე ქვათლილი (ზომები 41X21 სმ), რომელზეც ათსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერაა ამოკაწრული. წარწერაში მოხსენიებულია ვინმე ფრიად ცოდვილი გიორგი, რომელსაც „სამი სახლაკი“ აუშენებია „ძელი ცხოვრებაზე“ — ანუ სვეტის თავზე დამკვიდრებულ დაყუდებულთათვის.

Провизию наверх поднимают с помощью троссов.

ამ გზით ახალგაზრდები განდეგილ ბერს საკვებს აწვდიან.

Столп Кацхи в Грузии.

 

Церковь Максима Исповедника.

 

Церковь на вершине столпа построили на пожертвования.

 

Монах Максим.

 

 

big_banner
არქივი