65 წლის განდეგილი ბერი მაქსიმე ქავთარაძე კაცხის სვეტად ცნობილი კლდის თავზე 1993 წლიდან მოყოლებული ცხოვრობს და იქ აშენებულ ეკლესიაში მსახურობს. ბერი მთელ დროს მარტოობასა და ლოცვაში ატარებს და კვირაში ორჯერ რკინის კიბით მიწაზე ეშვება, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ილოცოს და საკვები მოიმარაგოს.
1944 წელს კაცხის სვეტზე ცნობილი ალპინისტი ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღანელობით ავიდა ჯგუფი, რომელშიც ცნობილი მწერალი ლევან გოთუა, მწერალი აკაკი ბელიაშვილი და არქიტექტორი ცინცაძე შედიოდნენ. სწორედ მათ აღმოაჩინეს სვეტზე მეექვსე–მერვე საუკუნეების შუალედში აგებული ძველი ეკლესიის ნანგრევები.
კაცხის სვეტი
რკინის კიბე, რომლითაც ბერი მაქსიმე კაცხის სვეტზე ადის.
კაცხის სვეტზე ახალი ეკლესიის აშენება ბერი მაქსიმეს მოღაწეობას უკავშირდება და ეკლესიაც მაქსიმე აღმსარებლის სახელს ატარებს. იმ 26 წლის მანძილზე, რაც ბერი მიწიდან 40 მეტრზე ცხოვრობს, ბევრი რამ შეიცვალა. 1993 წელს სვეტზე თითქმის არაფერი იყო. მაქსიმე უამინდობაში მხოლოდ ბრეზენტს იყენებდა ავდრისაგან დასაცავად. ახლა კი ეკლესიის გვერდით პატარა სახლი დგას, სადაც ბერი ცხოვრობს.
ქალებს კაცხის სვეტზე ასვლა აკრძალული აქვთ. სვეტზე ასვლა ბერი მაქსიმეს გარდა, სასულიერო პირებს და რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცს აქვს, რომლებიც განდეგილ ბერთან ერთად ლოცულობენ.
საერო ცხოვრებაში ბერი მაქსიმე ამწეს მემანქანე გახლდათ, ამიტომ სიმაღლის შიში დიდი ხნის წინ დაძლია. „აქ, ზეცასთან ახლოს, სრულ მდუმარებაში უკეთ იგრძნობა ღმერთის არსებობა“- ამბობს განდეგილი ბერი.
ბერი მაქსიმე ციხიდან გამოსვლის მერე აღიკვეცა ბერად, მოინანია რა ყველა ცოდვა და შეუდგა ბერი–მესვეტის მძიმე ცხოვრებას. მან გააგრძელა მესვეტეების საქმე რომელიც აქ მეთხუტმეტე საუკუნეში შეწყდა ოტომანთა იმპერიის მოძალების გამო.
„ახალგაზრდობაში ბევრს ვსვამდი, ნარკოტიკებსაც ვეტანებოდი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მივხვდი, რომ უნდა შემეცვალა ჩემი ცხოვრება. ხშირად, ამ ადგილებში ყოფნის დროს, ვუყურებდი კაცხის სვეტს, სადაც თითქოს მიწა და ცა ერთმანეთს ერწყმის. ვიცოდი, რომ აქ ადრე ბერები ცხოვრობდნენ და მათ მიმართ უდიდეს მოწიწებას ვგრძნობდი“ – ამბობს განდეგილი.
კაცხის სვეტთან პატარა დასახლება გაჩნდა, სადაც ბერი მაქსიმეს მიმდევრები დასახლდნენ. აქ მოდიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში სირთულეებს შეეჯახნენ, ისევე, როგორეც ოდესღაც ბერი მაქსიმე.
2007 წელს კაცხის სვეტზე არსებულ ნანგრევებში მამა მაქსიმემ აღმოაჩინა კირქვის მცირე ქვათლილი (ზომები 41X21 სმ), რომელზეც ათსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერაა ამოკაწრული. წარწერაში მოხსენიებულია ვინმე ფრიად ცოდვილი გიორგი, რომელსაც „სამი სახლაკი“ აუშენებია „ძელი ცხოვრებაზე“ — ანუ სვეტის თავზე დამკვიდრებულ დაყუდებულთათვის.
ამ გზით ახალგაზრდები განდეგილ ბერს საკვებს აწვდიან.