logo_geo
მაკო გომური: ექსპერტიზა დაინტერესდა ჯანსაღი თვალი დავკარგე თუ არა
- +

6 ნოემბერი. 2019. 21:53

 

20 ივნისს დაზარალებული მაკო გომური, რომელმაც აქციის დარბევის შედეგად თვალი დაკარგა აცხადებს, რომ დღეს ექსპერტიზის შეკითხვა გადასცეს, სადაც ეკითხებიან ჯანსაღი თვალი დაკარგა თუ არა.

 

“4 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული. დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო,ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხოარ გქონდაო. წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა. ანუ -30 რომ მქონოდა ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?” – წერს მაკო გომური.

 

მაკო გომურისთვის დაზარალებულის სტატუსი არ  მიუნიჭებიათ.  

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი