logo_geo
საქართველომ გაიმარჯვა - ევროპაში მოსანახულებელ ადგილთა სიაში პირველ ადგილზე გავედით
- +

7 ნოემბერი. 2019. 13:26

 

ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა. ამჯერად საქართველომ „2020 Emerging Destination Awards“-ზე  გაიმარჯვა და ევროპის მასშტაბით, მოსანახულებელ ადგილთა სიაში, პირველ ადგილზე გავიდა. ეს ტიტული ქვეყანამ ჟიურის გადაწყვეტილებით მიიღო.

 

ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ავრცელებს.

 

„საქართველომ გაიმარჯვა! 30 ქვეყანას შორის, საქართველომ ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა! ხმის მიცემაში ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ბლოგერები, რაც კიდევ უფრო საამაყოს ხდის აღნიშნულ ჯილდოს“, – წერს მარიამ ქვრივიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი