logo_geo
არჩილ თალაკვაძე: იმედით ველოდები რომ მაკო გომური დაზარალებულის სტატუსს მიიღებს
- +

7 ნოემბერი. 2019. 22:12

 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ 20-21 ივნისის მოვლენების მონაწილეს მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს.

 

თალაკვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თქვა, რომ იმედით ელოდება, გომური დაზარალებულის სტატუსს მალე მიიღებს.

 

პირველ რიგში, ჩემთვის ეს არის მძიმე ადამიანური ისტორია. ახალგაზრდა ადამიანმა, ჩემმა თანატოლმა დაკარგა თვალი, მიიღო ძალიან მძიმე დაზიანება. მასზე როდესაც ვსაუბრობ და იმ ადამიანებზე, რომლებიც იქ დაშავდნენ, ჟურნალისტებზე, პოლიციელებზე, პირდაპირ გეუბნებით, თმები მიდგება ყალყზე და ძალიან განვიცდი. პირველ რიგში რაც ჩვენ გავაკეთეთ, მათ რეაბილიტაციაში დავეხმარეთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

20 ივნისს, საღამოს, პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, რაც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამში გამოჩენას მოჰყვა, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი თვალი დაკარგა.

 

სასამართლომ  20-21 ივნისის აქციის საქმეზე 16 ადამიანი, მათ შორის მაკო გომური, რომელმაც აქციის ღამეს თვალი დაკარგა, დაზარალებულად არ ცნო და ამის მიზეზიც განმარტა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი