logo_geo
ნინო სუხიშვილი: ანსამბლში, სხვა ორიენტაციის მამაკაცი არასდროს გვყოლია, ქართული ცეკვა არის კაცური
- +

8 ნოემბერი. 2019. 00:57

 

ნინო სუხიშვილი ქართულ-შვედური გეი დრამის  “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორის ბრალდებების ნაწილს სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ისტორიულად, ანსამბლში, სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ ჰქოლიათ.

 
როგორც ნინო სუხიშვილი „პრაიმ ტაიმთან“  ინტერვიუში ამბობს, სიცრუეა თითქოს, ფილმის  რეჟისორს დაუბლოკა სხვა  სტუდიების მოცეკვავეები.

 

ნინო სუხიშვილის თქმით, ლევან აკინს ანსამბლ „სუხიშვილების“ ბაზაზე უნდოდა ფილმის გადაღება, რაზეც უარი მიიღო.  მას არც ფილმის სიუჟეტი მოეწონა და რადგან მიაჩნია, რომ ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ – კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა, გარდა ამისა,  ბევრი ცეკვა ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა, მან რეჟისორს ჰკითხა, რატომ არ სურდა ქალის და მამაკაცის სიყვარულის ისტორიაზე გადაიღო?”

ქართული ცეკვა არის კაცური“, - აცხადებს ნინო სუხიშვილი.

 

აბსოლუტური სისულელეა, უნამუსოდ იტყუება. ამის დაბრალება ცილისწამებაა ჩემთვის. რაღაცას აგორებს, მაგრამ არ ვიცი, რისთვის სჭირდება ჩემთან დაპირისპირება. გეტყვით, როგორც იყო. ჩემთან იყო ლევან აკინი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი. ჩემს კაბინეტში ვისაუბრეთ. შვედეთის საელჩოდანაც იყვნენ. ლევანს ჩვენი ანსამბლის ბაზაზე უნდოდა ფილმის გადაღება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა. ჯერ ერთი, დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მეორე – ქართული ცეკვა არის კაცური. ისტორიულად ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლია. სიუჟეტი არაბუნებრივი მომეჩვენა, თორემ არანაირად ჰომოფობიური პოზიცია არ მქონია. ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ – კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა. ბევრი ცეკვა ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა. ამიტომ რეჟისორს ვკითხე, რატომ არ გინდა ქალის და მამაკაცის სიყვარულის ისტორიაზე გადაიღო-მეთქი?”, - აცხადებს ანსამბლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი.

 

  

big_banner
არქივი