logo_geo
სამოქალაქო პროტესტის მიუხედავად, ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა დაიწყო
- +

8 ნოემბერი. 2019. 21:01

 

 პროტესტის მიუხედავად თბილისის კინოთეატრებში ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა დაიწყო. „ამირანში“, „თბილისი მოლსა“ და „გალერია თბილისში“ ჩვენება 20:00 საათზე დაიწყო. თუმცა უსაფრთხოების ზომებისა და საპროტესტო აქციების გამო მაყურებელთა ნაწილმა დარბაზებში მოხვედრა დროულად ვერ მოახერხა.

 

ყველაზე დაძაბული მდგომარეობა კინოთეატრ „ამირანთან“ იყო, სადაც „ქართული მარშის“ და ლევან ვასაძის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. რამდენიმე დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები. სამართალდამცველებმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 2 ადამიანი დააკავა.

 

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ"-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა.

 

ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს.

 

big_banner
არქივი