logo_geo
კახა კალაძე: ბოლოს კინოში როდის ვიყავი, არ მახსოვს
- +

9 ნოემბერი. 2019. 00:20

 

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ, ჟურნალისტის კითხვაზე, ნანახი აქვს თუ არა გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ", განაცხადა, რომ ფილმების ყურების დრო არ აქვს და არც კი ახსოვს, ბოლოს როდის რა ფილმს უყურა კინოთეატრში. 

 

"სად მაქვს ფილმის ყურების დრო? ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ესეც კი, არ მახსოვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის პრემიერა საქართველოში, დღეს, 8 ნოემბერს გაიმართა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

 

აქციის ორგანიზატორები, 8, 9 და 10 ნოემბერს, იმ კინოთეატრების პიკეტირებას აანონსებენ, სადაც ფილმი იქნება ნაჩვენები.  

 

 

 

big_banner
არქივი