logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: 2021 წლიდან განათლებაზე დაიხარჯება ძალიან დიდი რესურსი - ბიუჯეტის 25%, ეს ძალიან სერიოზულია
- +

9 ნოემბერი. 2019. 15:45

 

„ეს უნივერსიტეტი იქნება ნაწილი მხოლოდ იმ დიდი სისტემისა, რასაც ჩვენი სახელმწიფო აშენებს“, - აცხადებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას ეხება.

 

მისი თქმით, 2021 წლიდან განათლებაზე დაიხარჯება ძალიან დიდი რესურსი - ბიუჯეტის 25%.

 

„იცით ალბათ, რომ 2021 წლიდან განათლებაზე დაიხარჯება ძალიან დიდი რესურსი - ბიუჯეტის 25%, ეს ძალიან სერიოზულია“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

მისი თქმით, დღევანდელი პრიორიტეტი - ინფრასტრუქტურის მშენებლობაა, ეს შეიცვლება და ძირითადი საბიუჯეტო თანხები განათლებაში ჩაიდება.

 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ 8 წელიწადში შეგვიძლია პრინციპულად განსხვავებული შედეგი დავინახოთ და ჩვენ თამამად ჩავეწერებით განათლებული და წარმატებული ქვეყნების რიგში“, - აცხადებს ივანიშვილი.

 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ყოველთვის ამაყობს ჩვენი დიდი ისტორიითა და მრავალსაუკუნოვანი კულტურით, თუმცა, გამოწვევები გვაქვს აწმყოში, რომლებიც უნდა დავძლიოთ.

 

„ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ, რომ ჩვენ მივიღებთ შედეგს და აწმყო გვექნება ღირსეული. ჩემი ოცნებაა, რომ აწმყოშივე მივიღოთ ჩვენ ის, რომ ჩვენ არ ვართ სხვაზე უარესი და ჩვენს ისტორიასაც ამით მივაგოთ მადლი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი