logo_geo
„უნივერსიტეტი ერთმა პოეტმა სიმკაცრით ოთარაანთ ქვრივს შეადარა, სიუხვით - თინათინს...“
- +

1 მარტი. 2017. 22:24



აკადმიკოსი თამაზ ბიბილური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებით წერს:


„...უნივერსიტეტზე ხშირად წერდნენ ლექსებს. ერთმა პოეტმა სიმკაცრით ოთარაანთ ქვრივს შეადარა, სიუხვით - თინათინს. მეორემ დაწერა ლექსი შეყვარებულზე, რომელმაც უნივერსიტეტის ბაღში ვარდი მოწყვიტა და გამოთქვა იმედი, რომ ამას ნიკო კეცხოველიც კი აპატიებდა. იწერებოდა ლექსები შვიდ ჭარმაგ ჭადარზე... ხალასი, გულწრფელი ლექსები.

 

მაშინ უნივერსიტეტს ჰქონდა დიდი რკინის ჭიშკარი. მის ეზოში ფეხის შედგმა ყველა გამვლელს არ შეეძლო. იყო ზღურბლი, რომლის იქით სხვა ცხოვრება იწყებოდა, ხელი უნებურად მიდიოდა ქუდისაკენ და უნივერსიტეტში შევდიოდით ქუდმოხდილნი, როგორც თაღებიან, დიდ ტაძარში.

 

კართან იდგა გლეხკაცი, ჭაღარა თმა-წვერითა და თუშური ნაბდის ქუდით.

 

მაშინ უნივერსიტეტთან მდინარე ვერეს ერთვოდა ვარაზის ხევი. ხევს მიჰყვებოდა წვრილი, დაკლაკნილი ბილიკი, რომელიც გმირთა მოედანთან იწყებოდა და პირდაპირ უნივერსიტეტის ბაღში მიცოცავდა. დილით შეუყვებოდნენ ბილიკს სტუდენტები, როგორც თოკზე აკინძული მთასვლელები. შუადღის მერე დაეშვებოდნენ და სხვადასხვა კუთხივ უერთდებოდნენ ქალაქის ცხოვრებას".


 

big_banner
არქივი