logo_geo
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა
- +

9 ნოემბერი. 2019. 22:13

 

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, საქართველოს პირველი არხის შენობის წინ, ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. თვითმხილველების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც უცხოეთის მოქალაქეა, ქუჩის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდა. სავარაუდოდ, მას ფეხი აქვს მოტეხილი.

 

ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. ავტომობილი, რომელიც მამაკაცს დაეჯახა, ადგილიდან არ მიმალულა. მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

 

big_banner
არქივი