logo_geo
გაეროს წარმომადგენლობა ნინო სუხიშვილის მიმართ მადლიერებას გამოხატავს
- +

10 ნოემბერი. 2019. 21:33

 

 


საქართველოში მოქმედ გაეროს წარმომადგენლობაში კატეგორიულად უარყოფენ ქართული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ეროვნული ცეკვების ანსამბლ "სუხიშვილების" ერთ-ერთ ხელმძღვანელ ნინო სუხიშვილს, ჰომოფობიური განცხადებების გამო, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება შეუჩერეს.

 

  

როგორც გაეროს წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული, გაეროს წარმომადგენლობა გამოხატავს მადლიერებას ქალბატონი ნინო სუხიშვილისა და კიდევ ორი კეთილი ნების ელჩის მიმართ მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის.

 

 

თითოეული კეთილი ნების ელჩისგან გაერო მოელის 2030 დღის წესრიგისა და მასში გაჟღერებული მთავარი მიზნის „არავინ ყურადღების მიღმა” განუხრელ დაცვას. გაეროს წარმომადგენლობა გამოხატავს მადლიერებას ქალბატონი ნინო სუხიშვილისა და კიდევ ორი კეთილი ნების ელჩის მიმართ მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის. 2017 წლიდან მათი საქმიანობა ამ პოზიციაზე ემსახურება ქვეყანაში მდგრადი განვითარების 17 მიზნის ხელშეწყობას. თვალსაჩინო ქართველი მოღვაწეები ასრულებენ კეთილი ნების ელჩის მოვალეობას ნებაყოფლობით. ეს საპატიო წოდება ენიჭება დროებით და ელჩები ექვემდებარებიან როტაციას“, - აღნიშნულია გაეროს სახლის განცხადებაში.

 

 

ნინო სუხიშვილი გაეროდან დათხოვნის ინფორმაცია, ქართულ-შვედური გეი დრამის  “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორმა, ლევან აკინიმ გაავრცელა.  როგორც ირკვევა, ნინო სუხიშვილმა არ მიიღო რეჟისორის შეთავაზება, ფილმი „სუხიშვილების“ ბაზაზე გადაეღოთ.

 

 

ნინო სუხიშვილი  აცხადებს, რომ ისტორიულად, ანსამბლში, სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ ჰქოლიათ.

 

 

 

 

big_banner
არქივი