logo_geo
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საიუბილეო მონეტა გამოუშვა
- +

11 ნოემბერი. 2019. 13:53

 

წლევანდელი წელი საიუბილეოა როგორც ევროპის საბჭოსთვის, ისე საქართველოსთვის. წელს, ევროპის საბჭო აღნიშნავს ორგანიზაციის დაარსების 70 წლის იუბილეს, ხოლო საქართველო კი ორგანიზაციაში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს.

 

აღნიშნულ თარიღებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა საიუბილეო მონეტა.

 

70 წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეიქმნა ორგანიზაცია, რომელმაც მიზნად დაისახა, დაიცვას ის პრინციპები, რომლებიც საერთო ევროპული მემკვიდრეობის ნაწილია. დაარსებიდან 50 წლის შემდეგ, 1999 წელს, საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა და დაიბრუნა მისი ადგილი ევროპის პოლიტიკურ რუკაზე.

 

სიმბოლურია, რომ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის, ბატონი ზურაბ ჟვანიას სიტყვები „მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი“, რომელიც გაჟღერდა სწორედ ოცი წლის წინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, გამოსახულია საიუბილეო მონეტაზე.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონეტა საზეიმო ვითარებაში გადასცა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი