logo_geo
ავთანდილ რეხვიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართება
- +

12 ნოემბერი. 2019. 12:52

 

 

მიმდინარე წლის 12-20 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მოეწყობა ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის, ავთანდილ(ნოდარ) რეხვიაშვილის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.

 

გამოფენა გაიხსნება 12 ნოემბერს, 17:00 საათზე.

 

ავთანდილ რეხვიაშვილი წლების განმავლობაში შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომში, აფხაზეთში, სადაც თანამებრძოლები თვალწინ მოუკლეს, თავად კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ავთანდილ რეხვიაშვილმა ფოთის საზღვაო ძალებში წლების განმავლობაში იმსახურა. დღეს კი მხატვრობა მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს.

 

ავთანდილ რეხვიაშვილის პერსონალური გამოფენა უკვე მეორედ ეწყობა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი