logo_geo
ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ქველმოქმედება - ბიზნესმენის შესახებ უცნობ ფაქტებს წყალტუბოში იხსენებენ
- +

13 ნოემბერი. 2019. 15:40

 

„ტვ იმედის“ სიუჟეტიდან ირკვევა, რომ მაშინ, როდესაც სახელმწიფოს საკმარისი თანხა არ გააჩნდა, ბიზნესმენმა გარდაბანში ქველმოქმედების სახით, მოსახლეობას ტრაქტორები გადასცა. მაშინ ეს თემა მედიაში გაშუქდა, თუმცა, ქველმოქმედის სახელი არსად უხსენებიათ.

 

„ქრონიკის“ სიუჟეტში საუბარია წყალტუბოში მდებარე ყოფილ სამხედრო სანატორიუმზე, რომლის სამი კორპუსის გადახურვა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა. შედეგად, გადარჩა უნიკალური არქიტექტურის მქონე დარბაზი, სასტუმროს შენობა, ასევე, სამკურნალო კორპუსი.

 

სამხედრო სანატორიუმის საწყობის დირექტორი იუზა ქაროსანიძე ჰყვება, რომ შენობას სახურავი თითქმის არ ჰქონდა, რის გამოც კედლის უნიკალური მხატვრობა ზიანდებოდა. აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ გაიგო, რომ ნაგებობის გადარჩენაზე ქველმოქმედი იწყებდა ზრუნვას. ქვეყანაში რთული საომარი მდგომარეობის და გაჭირვების მიუხედავად,  სამუშაოები ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით მალევე დაიწყო. 

 

„საწყობში დამხვდა შემოტანილი თუნუქის ფურცლები და დაწყებული იყო კლუბ-სასადილოს დახურვა. როგორც მე გავიგე და უფროსმა მითხრა, ბატონ ბიძინას გამოუყვია თანხა, ამ კლუბს მე გადავარჩენო. ახალი დამთავრებული იყო აფხაზეთის ომი, იყო გაჭირვება, სად იყო ამის თანხა“, - ამბობს იუზა ქაროსანიძე.

 

აფხაზეთის ომის შემდეგ წყალტუბოში დაახლოებით 9 ათასამდე იძულებით გადაადგილებული   ჩაასახლეს.   სამხედრო სანატორიუმი კი, ერთადერთი ადგილი აღმოჩნდა, რომელიც  რეაბილიტაციისთვის  თავდაცვის სამინისტროს  წარმომადგენლებს დაეთმოთ. ეს იყო კომპლექსი, რომელიც 6 შენობა- ნაგებობისგან შედგებოდა, სასადილო, კინოთეატრი, საცხოვრებელი კომპლექსი  და საბავშვო ბაღი. თუმცა, შენობას , სადაც ათასობით სამხედროს უნდა ეცხოვრა,  სახურავი  არ ჰქონდა, რის გამოც   უმძიმესი პირობები  იყო. 

 

„რომ არა ეს, იმ პერიოდისთვის, კარგად მოგეხსენებათ, როგორი სიტუაცია იყო მთელ საქართველოში, გავერანდებოდა, გაჩანაგდებოდა, რაც არ უნდა დაცული ვყოფილიყავით აქ, მაინც წყლის და ბუნებრივი სტიქიისგან ამას ვერ შევინარჩუნებდით“, - იხსენებს სამხედრო სანატორიუმის ყოფილი თანამშრომელი გიორგი ჯუღელი.

 

წყალტუბოს მკვიდრის, ჯემალ ფანცხავას თქმით, სამხედრო სანატორიუმის აღდგენა იმ პერიოდში მოხდა, როცა ბიძინა ივანიშვილი  პოლიტიკაში საერთოდ არ იყო ჩართული. ამბობს, რომ ბოლო ორი კვირაა  ყველა კურორტის  აღორძინებასა  და პერსპექტივებზე   საუბრობს. წყალტუბოს მკვიდრი იხსენებს, რომ მეგობრებთან ერთად არაერთხელ მოუსმენია  იმ ქველმოქმედების შესახებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 90 წლებში განახორციელა.

 

„ორი კვირაა, წყალტუბოს მაცხოვრებლები ერთმანეთს რომ ვხვდებით, გამარჯობის შემდეგ ერთმანეთს ჯანმრთელობას არ ვეკითხებით, გადავდივართ ბატონი ბიძინას ინიციატივის განხილვაზე. სამხედრო სანატორიუმის აღდგენა მოხდა იმ პერიოდში, როცა ბატონი ბიძინა პოლიტიკაში და მითუმეტეს, ქართულ პოლიტიკაში საერთოდ არ იყო. მაშინ გააკეთა საშვილიშვილო საქმე და ქვეყანას ეს უნიკალური ნაგებობა გადაურჩინა“, - ამბობს ჯემალ ფანცხავა.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი