logo_geo
11 წლის ქართველი ბიჭი ბრიტანულ რეკლამაში გადაიღეს
- +

15 ნოემბერი. 2019. 16:25

 

გუგა მამფორია 11 წლის ჩხოროწყუელი ბიჭია, რომელიც რძის მწარმოებელმა უმსხვილესმა ევროპულმა ბრენდმა  „Arla“-მ სარეკლამო რგოლში გადაიღო. კომპანიის ყურადღება ქართველი ფოტოგრაფის თიკა ჯაბანაშვილის გადაღებულმა ფოტომ მიიპყრო.

 

„არ ვიცი, ვინ იყო, მაგრამ მილიონი ტრანსპორტი გავუშვი, სანამ ვთხოვე მას და დედამისს, გადაღების უფლება მოეცათ“, - წერს თიკა ჯაბანაშილი საკუთარ FACEBOOK-გვერდზე.

 

ფოტოს გამოქვეყნების შემდგენ გუგა მალევე დაიბარეს ქასთინგზე.  გუგა 50 ბავშვიდან შეირჩა, მას გადაღებებზე  ჩხოროწყუდან თბილისში ჩასვლა უწევდა.

 

 

 

„თბილისში იყო ბავშვი, დედამისთან ერთად ადიოდა მთაწმინდის პარკში, გაჩერებაზე იდგნენ და თიკა ჯაბანაშვილმა (საერთოდ, არ ვიცნობდი ამ ქალს) სთხოვა სურათის გადაღება და სოციალურ ქსელში განათავსა. როგორც აღმოჩნდა, ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. თურმე კინოსტუდია „სარკე“, რომელიც ქართველ ბავშვებს, უცხოური სარეკლამო რგოლებისთვის არჩევს, ორი დღე ეძებდა გუგას.

 

გუგა მარტვილის საფეხბურთო აკადემიაში ირიცხება და ვფიქრობდით, რამდენად მოვახერხებდით ქასთინგებზე სიარულს. შერჩევის მესამე ეტაპზე თვითონ ინგლისელები გაესაუბრნენ გუგას. ადვილი მისახვედრი იყო, რომ მას ამტკიცებდნენ როლზე, თუმცა სხვა ბავშვიც იყო შერჩეული, რადგან ზუსტად არ ვიცოდით, შევძლებდით თუ არა მთავარი გადაღების დღეს თბილისში ჩასვლას. სარეკლამო გადაღებები შემოდგომის დასაწყისში დაიწყო. სამწუხაროდ, სალაპარაკო ინგლისურს ვერ ფლობს, თორემ, როგორც გადმომცეს, უცხოურ ფილმშიც ჰქონდათ მისი გადაღების სურვილი“, -  აღნიშნა გუგას მამამ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი