logo_geo
აშშ-ის საელჩო თბილისში 17 ნოემბერს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით საკუთარ თანამშრომლებს აფრთხილებს
- +

17 ნოემბერი. 2019. 12:13

 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში 17 ნოემბერს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით საკუთარ თანამშრომლებს აფრთხილებს.

 

„საპროტესტო აქციები თბილისში კვირასაც გაგრძელდება, კერძოდ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. 17 ნოემბრის შუადღეს და საღამოს განსაკუთრებით დიდი დემონსტრაციებია მოსალოდნელი. აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებს მოვუწოდებთ, ერიდონ საპროტესტო აქციებისა და მასობრივი თავშეყრის ადგილებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და მზად იყვნენ მოსალოდნელი ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებებისთვის“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი