logo_geo
ივერიის ღვთისმშობლის ხატი ჰავაისად წოდებულის მცირე ისტორია - ყველაფერი ვარდის საოცარი სურნელით დაიწყო
- +

17 ნოემბერი. 2019. 20:06



არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი ივერიის ღვთისმშობლის ხატის სასწაულების შესახებ სოციალურ ქსელში ყვება: "2006 წლის ოქტომბერში, ჰავაის კუნძულებზე მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახში ვარდის საოცარი სურნელება იგრძნეს. ოჯახის უფროსს, ნექტარიოს იანქსონს, თავიდან ეგონა, რომ ოჯახის რომელიმე წევრის მოტანილი რაიმე ნივთი გამოსცემდა ამ სურნელს, მაგრამ ეს მოსაზრება ყველამ უარყო. მაშინ დაიწყეს ძებნა, მიყვნენ სურნელებას და წიგნის თაროზე, სულ მაღლა, აღმოაჩინეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ფოტოასლი, რომელსაც იქაურობა მირონით დაესველებინა. შეძრწუნებულმა ნექტარიოსმა ძვირფასი აღმოჩენა მართლმადიდებლურ ტაძარში წააბრძანა და მამა ანატოლის გადასცა. მოძღვარმა პარაკლისი გადაიხადა, რომლის დროსაც კიდევ უფრო გაძლიერდა მირონდენა. და მამა ანტონმა იქ მყოფთ უთხრა: ეს მირონმდინარე ღვთისმშობლის ხატი შეცვლის ჩვენს ცხოვრებას!


ნექტარიოსმა და მისმა ოჯახის წევრებმა, რომელთაც შიში და კრძალვა მორეოდათ, გადაწყვიტეს, ეს ხატი ეკლესიისათვის მიენდოთ და იგი სან-ფრანცისკოს საეპისკოპოსო ტაძარში მთავარეპისკოპოსს დაუტოვეს. მაგრამ 6 თვის შემდეგ მისგან შემდეგი შინაარსის შეტყობინება მიიღეს: წმინდა სინოდის განჩინებით, ხატი მათთან უნდა დაბრუნებულიყო, ნექტარიოსი მისი მცვე
ლი უნდა გამხდარიყო და ხატს მთელი მსოფლიო უნდა მოევლო.

 

ასეც მოხდა: ხატმა მოიარა უამრავი ქვეყანა, მათ შორის, ჩრდილოეთ ამერიკა, რუმინეთი, საბერძნეთი, რუსეთი.. საქართველოში.. ათონზეც ბრძანდებოდა. . . ერთხელ სრულიად გამართული მანქანა ვერაფრით დაძრეს ადგილიდან. აქ სადმე, ალბათ, სამლოცველოა და იქ უნდა მისვლაო, მიხვდა ხატის თანმხლები. გაიკითხეს და აღმოჩნდა, რომ მართლაც, რამდენიმე კილომეტრში დედათა მონასტერი იყო. ხატით იქაურობა მოილოცეს, უკან დაბრუნდნენ, მანქანაში ჩასხდნენ და დაუბრკოლებლად გააგრძელეს გზა.


ჰავაის ღვთისმშობლის ხატმა უამრავი სასწაული აღასრულა: ბრმებს თვალისჩინი დაუბრუნა, მრავალი სნეული განკურნა, მათ შორის, სიმსივნით დაავადებულნიც... მაგრამ ნექტარიოსის თქმით, ყველაზე დიდი სასწაული ისაა, რომ მასთან მიახლოებისას ადამიანში სულიერი ფერისცვალება ხდება და მას უჩნდება სურვილი, უფრო ახლოს მივიდეს ღმერთთან".  

 

 

 

 

big_banner
არქივი