logo_geo
ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაზე ილია II რუსეთის პატრიარქს მიმართავს
- +

18 ნოემბერი. 2019. 01:45

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს წერილით მიმართავს, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმზე, ვაჟა გაფრინდაშვილზეა საუბარი.

 

თქვენო უწმინდესობავ, მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო: ჩვენ გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის და საზღვრისპირა ზოლიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს. ამჯერადაც ყველა შეშფოთებულია აღიარებული ქირურგის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო. ასეთი ვითარება ჩვენს საზოგადოებაში სამართლიან დიდ უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევს”, – ნათქვამია წერილში.

 

 

 

 

big_banner
არქივი