logo_geo
20 ნოემბრამდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 21 ნოემბრიდან ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს
- +

18 ნოემბერი. 2019. 12:24

 

 

20 ნოემბრამდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსი იქნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

 

„21 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს.

 

თბილისში, 18-20 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. 21 ნოემბერს მოიღრუბლება და გაწვიმდება. ტემპერატურა კი +4, +6 გრადუსამდე დაიკლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი