logo_geo
„ევექსი კლინიკების“ ქსელის ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციაში ჩაერთვნენ
- +

18 ნოემბერი. 2019. 14:41

 

 

მთელი საქართველოს მასშტაბით 35 კლინიკის წინ 2000 ექიმი შეიკრიბა. მდუმარე აქციით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ქართველ ექიმს და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მისი უკანონო დაკავება გააპროტესტეს.

 

ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს. დე ფაქტო რეჟიმმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

 

მან რამდენიმე დღე ცხინვალის იზოლატორში გაატარა.

 

ქართველ ექიმს ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, რის შემდეგაც ის ადგილობრივ ციხეში გადაიყვანეს.

 

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დაშავებული პაციენტის დასახმარებლად იყო გადასული.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი