სპეცრაზმი პარლამენტთან განთავსებულ კარვებს იღებს. პარალელურად აქციის მონაწილეები სპეცრაზმის მისამართით სკანდირებენ: „სირცხვილია“, „საქართველო“.
ტრიბუნიდან ისმის აქციის ორგანიზატორების მოწოდებები, რომ სპეცრაზმს წინააღმდეგობა არ გაუწიონ.
რამდენიმე წუთის წინ რუსთაველზე წყლის ჭავლის გამოყენებაც დაიწყო.
პარლამენტის შესასვლელები აქციის მონაწილეებისგან უკვე ცარიელია.