logo_geo
რუსთაველის გამზირზე პოლიციამ 37 პირი დააკავა, დაშავდა 8 ადამიანი, მათგან 2 პოლიციელი
- +

19 ნოემბერი. 2019. 00:32

 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქციის დაშლასთან და დაკავებულ პირთა შესახებ  ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღიშნულია, რომ სამართალდარღვევისთვის პოლიციამ 37 პირი დააკავა.  დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ.

 

აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

big_banner
არქივი