logo_geo
თბილისის თოჯინების თეატრის ყოფილი დირექტორი თემურ ბადრიაშვილი გარდაიცვალა
- +

19 ნოემბერი. 2019. 12:34

 

მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილის მეუღლე, თბილისის თოჯინების თეატრის ყოფილი დირექტორი თემურ ბადრიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები და კოლეგები ავრცელებენ.

 

თემურ ბადრიაშვილის გარდაცვალების შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმაც დაწერა და აღნიშნა, რომ თბილისის თოჯინების თეატრის ყოფილ დირექტორს ხუთშაბათს დაკრძალავენ.

 

„პირველ კურსზე იყო, საბავშვო ეტლით მიმიყვანა მამამ თეატრალურში, იქ გავიცანი, მე არ მახსოვდა, მაგას კი. მერე დავეწიე და მეც გავიზარდე მაგხელა. დავმეგობრდით. ერთად ვიმუშავეთ მერე, ბევრი ვიმუშავეთ და კარგი რაღაცები ვაკეთეთ, ერთად ვაკეთეთ. უყვარდა თოჯინების თეატრი და თეატრშიც ყველას უყვარდა, მეც მიყვარდა. წავიდა, აღარ არის.

 

პანაშვიდი: სამშაბათი, ოთხშაბათი. დაკრძალვა: ხუთშაბათი, გამოსვენება ეკლესიიდან“, -წერს ელენე მაცხონაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი