logo_geo
გლდანში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს
- +

19 ნოემბერი. 2019. 17:02

 

გლდანში, თიანეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

„სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გლდანში, ეგრეთ წოდებული თიანეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის განთავსებისა და რეალიზების შემთხვევები გამოვლინდა.

 

უწყებებმა გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს, კერძოდ, ხორცი რეალიზაციიდან ამოიღეს და გაანადგურეს. მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და მავნე სურსათის რეალიზების აღკვეთის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამსახურთან“, - აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

big_banner
არქივი