logo_geo
თბილისის მერია დაეხმარება 4-შვილიან ოჯახს, რომელსაც კერძო მევახშე ასახლებს
- +

19 ნოემბერი. 2019. 21:04

 

ოჯახს, რომელიც დიღმის მასივში სახლიდან კერძო მევახშის მოთხოვნით გაჰყავთ, მერია დაეხმარება. ოჯახს ქირით სხვა ფართში გადაიყვანენ.



როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, აღნიშნული ოჯახი არის კოოპერატიული ბინათმშენებლობით​ დაზარალებული და მერიამ უკვე გასცა წერილობითი შუამდგომლობა მათი დროული დაკმაყოფილების შესახებ.



მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით საქმის კურსშია პირადად კახი კალაძე, რომლის მითითებით საქმეში ჩართულია დიდუბის გამგეობა. გამგებელი პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებას კერძო მევახშესთან, რათა გადავადებულიყო აღსრულების პროცესი, თუმცა იპოთეკარმა ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

 


აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი დიღმის მასივში გამოსახლებულ ოჯახთან დაკავშირებით განამრტა, რომ ოჯახი წინასწარ იყო გაფრთხილებული გამოსახლების თაობაზე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი