logo_geo
პაატა იმნაძე: საქართველოში გრიპის ვირუსი ჯერ არ გამოჩენილა
- +

20 ნოემბერი. 2019. 12:29

 

 

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სახელმწიფომ უფრო სწრაფად მოახერხა გრიპის ვაქცინის მობილიზება, ვიდრე კერძო სექტორმა.

 

„კომერციულ სექტორებზე სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით, რადგან გამოჩნდა, სახელმწიფომ უფრო სწრაფად მოახერხა ვაქცინის მობილიზება, ვიდრე კერძო სექტორმა. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ დღეისთვის 60 ათასამდე ადამიანი უკვე აცრილია, მაღალი რისკის ჯგუფები, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს.

 

ჩვენი ინფორმაციით, მომავალ კვირაში უკვე კომერციულ სექტორსაც ექნება ვაქცინები. ჯერ ვერ გეტყვით, როდის გამოცხადდება უფასო ვაქცინის დღე, რადგან ყველა რისკის ჯგუფი უნდა მოვიცვათ და ამის შემდეგ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ ამ ვაქცინებზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

მისივე თქმით, გრიპის ვირუსი ქვეყანაში ჯერ არ ცირკულირებს.

 

„ბოლო ინფორმაცია ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ, არის გაციების ოთხი სხვადასხვა ვირუსი, რომელიც ცირკულირებს. ჯერჯერობით, გრიპის ვირუსი საქართველოში არ გამოჩენილა. არა მარტო საქართველოში, ევროპის ქვეყნებშიც არ გამოჩენილა. ასე ვთქვათ, გრიპის სეზონი ჯერჯერობით არ შესულა ძალაში.

 

ამჟამად გრიპი არ არის, ეს არის გაციების გამომწვევი ვირუსები, რინოვირუსები, მეტაპნევმო ვირუსები, რესპირატორული ვირუსები. გაცილებით ნაკლებია ავადობა დღეისათვის, ვიდრე იყო შარშან ან შარშანწინ. ასე რომ, წყნარ სეზონს ველოდებით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

big_banner
არქივი