logo_geo
კუს ტბაზე ასასვლელი, 3-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
- +

20 ნოემბერი. 2019. 21:26

 

 

 
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კუს ტბაზე ასასვლელი გზის რეაბილიტაციას იწყებს. მოსამზადებელ სამუშაოებს დღეს, დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო.

 

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ამ გზით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, განსაკუთრებით გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ჰყავს ამ ადგილებს ბევრი დამსვენებელი. 



"გვინდა, ყველაფერი მოვაწესრიგოთ. გზა მძიმე მდგომარეობაში იყო იმ თვალსაზრისით, რომ სანიაღვრე სისტემა საერთოდ არ არსებობდა, მოშლილი იყო. ასევე, ამ პროექტით ფარგლებში შეიცვლება გარეგანათების ბოძები. არის კონკრეტული გზის კონკრეტული მონაკვეთები ამოსასვლელში, სადაც მიწა არის დაძრული და გამაგრდება. დღე და ღამის განმავლობაში იქნება სამუშაოები, რომ სწრაფად დავამთავროთ", - განაცხადა კალაძემ.

 

როგორც "რეპორტიორს" თბილისის მერიაში განუცხადეს, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სამ კილომეტრიან გზას, ასფალტის საფარი მოეწყობა 20 000 მ²-ზე და შეიცვლება გარეგანათების ქსელი. სარეაბილიტაციო პროექტისთვის 2.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს "ჯი არ ჯი" აწარმოებს.

 

 

 

big_banner
არქივი