logo_geo
თოვლჭყაპი და ნისლი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
- +

21 ნოემბერი. 2019. 14:07

დედაქალაქში 22 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით ჰაერის ტემპერატურის მომატება მოსალოდნელი არ არის და +3; +5 გრადუსი დაფიქსირდება.

 

როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონზე, კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხრიდან შემოსული ცივი ჰაერის მასები იმოქმედებს.

 

„დასავლეთ საქართველოში დღეს ღრუბლიანი ამინდი ნარჩუნდება. 22 ნოემბრიდან კი, თითქმის 28 ნოემბრის ჩათვლით უნალექო ამინდები იქნება. ხოლო ხვალიდან 26 ნოემბრის ჩათვლით ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულებით ქარი. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონზე, კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხრიდან შემოსული ცივი ჰაერის მასები იმოქმედებს, ამიტომ მაქსიმალური ტემპერატურა +13; +18 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ღამით +2; +7 გრადუსი იქნება.

 

​რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, სიცივე დღის მეორე ნახევრიდან უფრო მეტი შემოვა, ამიტომ ტემპერატურის მატება მოსალოდნელი არ არის. კახეთის რეგიონში მაქსიმალური ტემპერატურა +5; +6, შიდა ქართლში +8; +10 და სამცხე-ჯავახეთში +7; +9 გრადუსი იქნება.

 

​ხოლო დედაქალაქში 22-24 ნოემბერს ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება მოსალოდნელია არის, და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +3; +5 გრადუსი დაფიქსირდება. გარეუბნებში კი მოსალოდნელია მცირე წვიმა თოვლჭყაპში გადავიდეს.

 

აღმოსავლეთ საქართველოში ​მოსალოდნელია ნისლიც.

მცხეთა-მთიანეთში კი, დღეს მოსალოდნელია მცირე თოვლი, ხვალიდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება“, - განაცხადა დოდო გვაზავამ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი