logo_geo
ხვალ თბილისში, შესაძლოა, მოთოვოს
- +

21 ნოემბერი. 2019. 14:50

 

22-23 ნოემბერს თბილისის ცალკეულ უბნებში შესაძლოა, მოთოვოს“, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი.

 

21-23 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი, დასავლეთ საქართველოში კი მხოლოდ დღეს ზოგან იწვიმებს, ხვალიდან კი ისევ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

 

თბილისში 21 ნოემბერს ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება, ხოლო 22-23 ნოემბერს ქალაქის ცალკეულ უბნებში შესაძლოა, თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0, +2, დღისით კი +2, +4 გრადუსი იქნება“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

 

მათივე ცნობით, 24-25 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თუმცა, ღამის საათებში თბილისში ტემპერატურა -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს.

 

 

 

 

big_banner
არქივი