logo_geo
რუსი სამხედრო ვაჟა გაფრინდაშვილზე: ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ
- +

21 ნოემბერი. 2019. 22:25

 

რუსი მფრინავები, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართველმა ექიმებმა გადაარჩინეს, რუსულ მედიაში მუდმივად აქტიური ფიგურები იყვნენ. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მათ გადარჩენაში წვლილი საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს მიუძღოდა. ინფორმაცია დაკავებული ექიმის შვილმა გაავრცელა.

 

"სხვათაშორის, ის ორი რუსი მფრინავი, რომლებიც ქართულმა მხარემ ჩამიაგდსო, მისი პაციენტები იყვნენ. შემდეგ შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით, მათი საზღვარგარეთ გადაყვანა განხორციელდა“, - განაცხადა ირინა გაფრინდაშვილმა. 

 

ქართველი ექიმების მიერ გადარჩენილ რუს პილოტზე  გაზეთი Московский Комсомолец -ი წერდა:

 

„ქართველების მიერ ჩამოგდებული Су-24-ის ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა, მხოლოლ პილოტი, ვიაჩესლავ მალკოვი გადარჩა, თუმცა ხერხემალი ორ ადგილას ჰქონდა გადატეხილი. ტყვედ აიყვანეს და თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდნენ...  იმავდროულად საქართველოს კანონმდებლობით, გასამართლების შემთხვევაში 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. თუმცა, საბოლოოდ 13 ქართველ ჯარისკაცში გადაცვალეს, რომლებიც რუსულ მხარეს ტყვედ ჰყავდა.“

 

 

თავად 2008 წლის ომის მონაწილე რუსი მფრინავი მალკოვი იხსენებს:  „აგვისტოს ომის დროს ვიღაცეებმა მიპოვეს. გზაში მანქანაში მოვედი გონს. რატომღაც მჯეროდა, რომ ოსები იყვნენ. დასახლებულ პუნქტს მივადექით, სადაც პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები დამხვდნენ წარწერით - GEORGIA. მაშინ მივხვი, რომ ქართველების ტყვე ვიყავი.  ჩემდა გასაოცრად ძალიან კორექტულები იყვნენ. ქართველმა ექიმებმა მითხრეს, რომ ხერხემალი მქონდა დაზიანებული“.    მალკოვი რუსეთის შეარაღებულ ძალებში სამსახურს განაგრძობს.       

 

ქართველი ექიმის ცხინვალის ციხეში ტყვეობას, რუსეთის საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ერთი ნაწილი ვაჟა გაფრინდაშვილის ქმედებას პროვოკაციულს უწოდებს,  თუმცა, არიან ისეთები, ვისაც მიაჩნია, რომ პაციენტების დასახმარებლად წასულ ექიმს სიტყვა იმ რუსმა მფრინავებმაც უნდა შეაწიონ, რომლებიც მისი წყალობით დღეს ცოცხლები არიან.  

 

 

 

big_banner
არქივი