logo_geo
უანგარო ქველმოქმედება: ქართველი ემიგრანტი საქართველოში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარება
- +

22 ნოემბერი. 2019. 23:07

 

 

საქართველოში, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან მორიგი ამანათები გამოიგზავნა. გაჭირვებულ ოჯახებს, სრულიად უანგაროდ და საკუთარი ფინანსებით, ქართველი ემიგრანტი, ლეილა მაჩაიძე უკვე 4 წელია ეხმარება. სამშობლოში, გუშინ კიდევ 15 ამანათი გამოგზავნა. 

 

ლეილა მაჩაიძე 15 წლის წინ წავიდა უცხოეთში, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ცხოვრობს და მუხლჩაუხრელად შრომობს. იგი სხვა ემიგრანტებსაც მოუწოდებს შეუერთდნენ ამ მადლიან საქმეში.

 

"შემომიერთდით, სალონიკში მცხოვრებო ქალბატონებო, ამხელა ქალაქში მარტო მე, სონია და მაია არ ვართ, ერთად დავეხმაროთ ჩვენს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას... ორი დღის ჩამოსული სტუმარი მყავს საქართველოდან, ჯერ სამუშაოც არ აქვს და იმხელა სურვილი გამოთქვა, დაეხმაროს ღარიბ ბავშვებს, კინაღამ ტირილი დავიწყე", - წერს იგი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

როგორც ემიგრანტი ამბობს, სხვა ადამიანების დახმარება ყოველთვის სიამოვნებს. ემიგრაციაში წასვლამდე, სანამ საქართველოში ცხოვრობა, ყოველთვის ეძებდა ადამიანებს, ვის სჭირდებოდა დახმარება.

 

ისივე თქმით, ოთხი წლის წინ, საქართველოში იმყოფებოდა და აქაური მძიმე ყოფის შემხედვარემ მიიღო გადაწყვეტილება დახმარებოდა გაჭირვებულ ოჯახებს საქართველოში. 

 

ჩემი სამშობლოდან თან გამყვა იმ ადამიანების თვალები, ვისაც ცხოვრება უჭირს. ამ წუხილმა, იდეას მათ დასახმარებლად, კიდევ უფრო მეტი სტიმული მისცა და საბოლოოდ გადავწყვიტე, სხვა ემიგრანტების გარეშე, ამანათები საქართველოში გასაგზავნად, საკუთარი ფინანსებით გამემზადებინა“, - განაცხადა ლეილა მაჩაიძემ "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში.

 

ქართველი ემიგრანტის ქველმოქმედებას თანამოაზრეებად დედა-შვილი, სონია და მაია ბერიკაშვილები გამოუჩნდნენ, რომლებიც მას სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის, ამანათების საქართველოში გამოგზავნაში ეხმარებიან.



სალონიკში, სამშობლოდან მოშორებით გატარებულ წლებს ლეილა მაჩაიძე პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ ამ ქვეყანამ მიიღო, გააძლიერა და მისცა საშუალება თავის მშბლიურ ხალხს დაეხმაროს. 

 

 

 

big_banner
არქივი