logo_geo
ილია მეორე: ყველას გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს...
- +

23 ნოემბერი. 2019. 14:44

 

„მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა სამების ტაძრის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ანდრიაძე (სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის თავმჯდომარე)“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

 

„წმინდა გიორგის ლოცვით იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. 15 წლის წინ ეკურთხა ეს წმინდა ტაძარი. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა დალოცოს ეს ტაძარი და აღმშენებლებიც.

 

მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა სამების ტაძრის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ანდრიაძე, რომელიც 90 წლის შესრულდებოდა.

 

წყალობა ღვთისა არ მოგაშოროთ მამაზეციერმა“, - განაცხადა პატრიარქმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი