logo_geo
ზურა მახნიაშვილი: „GCA“- მ გადაუხვია საერთაშორისო სტანდარტებს და საკუთარი სტანდარტები მოიგონა
- +

27 ნოემბერი. 2019. 15:25

 

„GCA“-სთან 2012 წლის შემდეგ დავდე კონტრაქტი, თუმცა, მათ გადაუხვიეს საერთაშორისო  სტანდარტებს და თავისი სტანდარტები მოიგონეს. ამბობდნენ, თანდათან გამოვასწორებთო, მაგრამ ისე გავიდა შვიდი-რვა წელი, რომ არავინ აქცევდა ამ ყველაფერს ყურადღებას. მათ შეხვედრებს ვესწრებოდი, სიტყვითაც გამოვდიოდი და ვამბობდი, რომ პრობლემები აუცილებლად უნდა მოგვარებულიყო. „GCA“-ს არ ჰქონდა შესაბამისი ტექნიკური საშუალებები იმისათვის, რომ გადაემოწმებინათ, სად და რამდენჯერ ტრიალებდა კონკრეტული სიმღერა. ამასთან ერთად, რუსეთშიც ხშირად ჟღერდა ჩვენი მუსიკალური ნაწარმოებები და სად მიდიოდა აქედან აღებული ფინანსები? ჩვენ კი ვიცოდით, რომ იქიდან მოდიოდა ფინანსები, მაგრამ „GCA“-ის წარმომადგენლები გვიმალავდნენ. ყოველ სამ წელიწადში ერიცხებოდათ თანხა, მე კი არაფერი ჩამრიცხვია. ამის შესახებ „GERA“-სგან გავიგე და ამაზე ჩივილს უკვე აზრიც კი აღარ აქვს. „GERA“-მ ბოლო სამი წლის განმავლობაში დაგროვილი თანხა მთლიანად ჩამირიცხა. კობალაძესთან ვერაფერზე შევთანხმდი და ამიტომაც გადავედი ახალ კომპანიაში. რეალურად, „GERA“-ს სახით პატარა შუქი გაჩნდა და მადლობელი ვარ მათი. არანჟირების მხარე აქაც არ არის ჯერ დალაგებული, თუმცა, იქ საერთოდ არაფერი იყო. „GERA“-სთან ჩანს წინსვლა, ახალ კომპანიაში სწორად მოვიკიდე ფეხი“, - აღნიშნა ზურა მახნიაშვილმა.

 

big_banner
არქივი