logo_geo
გოჩა ხუნდაძეს დღეს 70 წელი შეუსრულდა!
- +

29 ნოემბერი. 2019. 13:36

 

„დღეს გვყავს იუბილარი, ძალიან კარგი, მართლაცდა დიდებული ქართველი, ჭეშმარიტი პატრიოტი და მამულიშვილი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მწერალი, ჩვენი მეგობარი ვახტანგ-გოჩა ხუნდაძე“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სადაც კი იღვაწა, ყველგან თავისი კვალი დააჩნია, მრავალ ახალბედა ჟურნალისტს გაუკვალა გზა დიდი ჟურნალისტიკისაკენ. თვითონ შემედავება, მაგრამ ასეა და რა ვქნა?!

 

ამ ბედნიერ დღეს, მოდით, მხოლოდ კარგი ამბები შევახსენოთ იუბილარს. იმას, თუ რა ტრაგიკული ცხოვრება გაიარა, დღეს ნუ გავიხსენებთ, დღეს საზეიმო დღეა, მივესალმოთ იუბილარს და, ყველაფრისდა მიუხედავად, ბედნიერება ვუსურვოთ, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, ხასიათის სიმტკიცე, „ჭირსა შიგან გამაგრება“ ვუსურვოთ!

 

ბატონო გოჩა, ბევრს ვერაფერს გეუბნები ამ საიუბილეო დაბადების დღეზე და უნდა მაპატიო. ასპარეზს ვუთმობ შენს დიდებულ მეგობრებს, შენს კოლეგებსა და იმათ, ვინც შენი შემწეობით და თანადგომით ეზიარა კალმის ფლობას!

მრავალჟამიერ!“ - წერს ბუთურიშვილი.

 

„რეპორტიორი“ ულოცავს გოჩა ხუნდაძეს დაბადების დღეს და ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას უსურვებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი