logo_geo
მეუფე შიო: თუ ჩვენ სიმშვიდეს დავკარგავთ, დავკარგავთ სიყვარულს, მაშინ ძალიან ცუდად შეიძლება დასრულდეს
- +

1 დეკემბერი. 2019. 16:26

 

„პოლიტიკურ ცხოვრებაში მღელვარებაა, მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე. სირთულეებიც არის, ეს ნორმალურია, მაგრამ თუკი ჩვენ სიმშვიდეს დავკარგავთ, დავკარგავთ სიყვარულს, მაშინ ძალიან ცუდად შეიძლება დასრულდეს, რაც ჩვენ არაერთხელ გვინახავს“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვა-ლოცვის დროს განაცხადა.

 

„პოლიტიკურ ცხოვრებაში მღელვარებაა და გაგახსენებთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის შეგონებას, სწავლებას, რომ მთავარია შევინახოთ და შევინარჩუნოთ სიმშვიდე ასეთ დროს. როდესაც ასეთი პროცესები წარიმართება, აუცილებელია , რომ სიმშვიდის ფონზე იყოს. სირთულეებიც არის, ეს ნორმალურია, მაგრამ თუკი ჩვენ სიმშვიდეს დავკარგავთ, დავკარგავთ სიყვარულს და შეგნებას იმისა, რომ ეს ღვთის საჩუქარია და ღმერთს უნდა ვამსახუროთ, მაშინ ძალიან ცუდად შეიძლება დასრულდეს, რაც ჩვენ არაერთხელ გვინახავს, როდესაც გადავაყოლეთ ჩვენ მრისხანებას, ამბიციებს, შეიძლება ითქვას უგუნურებას. რამდენი ტრაგედია მომხდარა ჩვენს ისტორიაში და კიდევ ერთხელ გახსენებთ ამას. ღმერთმა ყველას - ჩვენს ხალხს, ხელისუფლებას, ოპოზიციას მოგვცეს სიმშვიდე, სიმშვიდით სიყვარულით და დაფიქრებით იმაზე, რომ ყოველი დღე ჩვენს ცხოვრებაში ღვთის საჩუქარია და ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემოა“, -განაცხადა მეუფე შიომ.

 

 

 

 

big_banner
არქივი