logo_geo
რუსთავში, სავარაუდოდ, გაზით ორი ადამიანი მოიწამლა
- +

1 დეკემბერი. 2019. 16:29

 

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია ორმა ადამიანმა მიიღო. შემთხვევა მე-7 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

 

შუახნის მამაკაცს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, ქალი კი ინტოქსიკაციის კლინიკური ნიშნებით, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში CO-ს გაჟონვის მიზეზი, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გაზდანადგარი გახდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი