logo_geo
ილია II: ბედნიერია ის ადამიანი, ვინც სხვას ეხმარება ჯვრის ტვირთვაში
- +

1 დეკემბერი. 2019. 20:25

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ურთულს დროში გვიწევს ცხოვრება, იმ დროს, როცა ადამიანი   თვითონ ირჩევს სამოთხეს თუ ჯოჯოხეთს, ინებოს უფალმა, რომ სამოთხე აირჩიოს, მარჯვენა მხარეს დადგეს ადამიანი.  

 

ილია მეორემ ადამიანის რთულ ცხოვრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცხოვრება ეს არის გამოცდა, ჯვრის ტვირთვა.

 

როგორი რთულია ადამიანის ცხოვრება, ადამიანის ცხოვრება ეს არის გამოცდა, ეს არის ჯვრის ტვირთვა და ეს ჯვარი, რომელსაც აძლევს უფალი, ბოლომდე უნდა მიიტანოს ადამიანმა. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენ გვიჭირს ჯვრის ტვირთვა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არ აძლევს იმაზე მძიმე ჯვარს ადამიანს, რისი ტვირთვაც მას არ შეუძლია. ადამიანი ურთულესი აგებულების პიროვნებაა, მაგრამ ადამიანი არის უნიკალური, ერთხელ იბადება და ემზადება სამუდამო მარადიული ცხოვრებისთვის. გადადის მარადიულ ცხოვრებაში და ბედნიერია ადამიანი, რომელიც ღვთის ნებას, ღვთის განგებას ასრულებს.

 

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, იმ დროს, როცა ადამიანი თვითონ ირჩევს სამოთხეს თუ ჯოჯოხეთს და ინებოს უფალმა, რომ სამოთხე აირჩიოს, მარჯვენა მხარეს დადგეს ადამიანი. ყველაზე ბედნიერი ადამიანის ის არის, ვინც ეხმარება სხვას ჯვრის ტვირთვაში. ურთიერთსიმძიმე, ტვირთი იტვირთეთ, ესრეთ აღასრულეთ ჯვარი იგი ქრისტესი. ჩვენ სამწუხაროდ კი არ ვიტვირთავთ სხვის სიმძიმეს, ჩვენ ვამძიმებთ უფრო მეტად მოყვასის სიმძიმეს“ ,- ბრძანა ილია მეორემ.

 

პატრიარქმა თავის ქადაგებაში მრველს მიმართა, ახსოვდეს, რომ ღმერთი არის სიყვარული და წყალობა.  ღმერთი თავისი სიყვარულით ფარავს ადამიანების ნაკლს და ამ შეწევნისთვის მადლიერნი უნდა ვიყოთ.  

 

 

 

 

big_banner
არქივი