logo_geo
ქართული ღვინო ბერლინის გამოფენაზეა წარმოდგენილი
- +

2 დეკემბერი. 2019. 10:55

 

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მიმდინარე ბუნებრივი ღვინოების  საერთაშორისო გამოფენაზე ,,RAW WINE” (The Artisan Wine Fair) საქართველოდან ქვევრის ღვინოა წარმოდგენილი. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი).

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, აღნიშნულ გამოფენაში ქვევრის ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია მონაწილეობს.

 

,,RAW WINE”-ზე ქართული ღვინის წარდგენა უნიკალური შესაძლებლობაა, რომ ქართული ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს  საერთაშორისო დონეზე, რაც მეღვინეებისთვის იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიების საშუალებას.

 

გამოფენაზე მისულ სტუმრებს  დაგემოვნებასთან ერთად, საშუალება აქვთ გაეცნონ ქართული ღვინის დამზადების უძველეს ტრადიციებს, კულტურასა და ისტორიას.

 

გამოფენაში ,,RAW WINE” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 150-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს.

 

 

 

big_banner
არქივი