logo_geo
2 წლის ანიტამ საკვების მიღება დაიწყო
- +

2 დეკემბერი. 2019. 21:03

 

ორი წლის ანიტა ფაცაციას ჯანმრთელობის საერთო კლინიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა და მან საკვების მიღება დაიწყო.

როგორც სოციალურ ქსელ  ფეისბუქში, ანიტას მხარდამჭერ ჯგუფში - “ანიტასთვის”, ბავშვის ნათლია წერს, ანიტას გუშინ გაუკეთდა ექოსკოპია, რამაც აჩვენა, რომ განდევნის ფრაქციის მაჩვენებელი ისევ დაბალია - 15-17, მაგრამ ბავშვის საერთო კლინიკური მდგომარეობა  გაუმჯობესებულია.

„ვადასტურებთ, რომ ამჯერად ჩვენი პატარა ნამდვილად მზრუნველ ხელებში მოხვდა… მოვა დრო და უზარმაზარი მადლობის გადახდა მოგვიწევს ავსტრიელ კარდიოქირურგთან და ტრანსპლანტოლოგთან, რომელსაც მჭიდრო შეხება აქვს საქართველოსთან და თბილისთან და რომლის ჩართულობის და რჩევების გარეშეც ბევრ ძვირფას დროს დავკარგავდით“, - წერს ბაშვის ნათლია.

მისივე ინფორმაციით, ბავშვმა მიირთვა შვრიის ფაფა, წვნიანი და პიცა. 

 „ ახალი კვირა დაიწყო და ვანახლებთ კლინიკების მოძიების პროცესებს, პარალელურად, ველოდებით პასუხებს იმ კლინიკებიდან, ვისაც მანამდე დავუკავშირდით.

ავსტრიის ქართველებო, ყველაფერი თქვენ თუ აჩუქეთ მაგ პრინცესას, ჩვენ რიღათი გავაკვირვოთ. ანიტასთვის მოფიქრალო ადამიანებო, თქვენი პოზიტიური აზრების და ლოცვის ძალით, ვიმედოვნებთ, რომ ამ კვირაში უფრო მეტი კარგი ამბავი გვექნება მოსაყოლი”, - წერს ანიტას ნათლია მის მხარდამჭერ ჯგუფში.

 

2 წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება დილატაციური კარდიომიოფატია რამდენიმე თვის წინ დაუდგინდა.

 

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:

 

#GE28BG0000000100761966

 

მიმღები- ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)

 

თბს ანგარიში:

 

#GE38თB7855945064300017

 

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად:

 

პ/ნ 60001030692

 

ლია ჩხაიძე

 

 

 

 

big_banner
არქივი