logo_geo
აჭარის ტელევიზიაში დაპირისპირება პიკს აღწევს - ჟურნალისტების ახალი დირექტორის წინააღმდეგ
- +

2 დეკემბერი. 2019. 21:51

 

 

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილს, ახლად დანიშნული დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიმართ პრეტენზიები აქვთ და მას ჟურნალისტების მისამართით არაკორექტული ლექსიკის გამოყენებაში და მუქარის შემცველ მესიჯების გაგზავნაში ამხელენ. მათივე თქმით, კოხრეიძე მათგან ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას მოითხოვს.

გიორგი კოხრეიძე ტელევიზიის თანამშრომლებს პირველად 2 დღის წინ შეხვდა. 

 

როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, თათბირზე კოხრეიძემ თანამშრომლებს მიანიშნა, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, გადაცემაში დასასმელი კითხვების ერთობლივად ფორმულირება და სტუმრების მასთან შეთანხმება მოუწევთ. .

ჟურნალისტ თეონა ბაკურიძის თქმით, საინფორმაციო გამოშვების გუნდი სარედაქციო დამოუკიდებლობის დათმობას არ აპირებს.  

 

თავად, გიორგი კოხრეიძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებს და ვინც ერევა იმის ჩამოშორებას გეგმავს.

 

კოხრეიძე  ასევე, ტყუილს უწოდებს ნათია ზოიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას,  თითქოს, აჭარის ტელევიზიის დირექტორი მას სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრა.

 

თავად ნათია ზოიძე TV 25-ის კითხვებს თავს არიდებს.  

ამ თემაზე, ტელეკომპანია tv 25-ის მიერ მომზადებული სიუჟეტი.


 

 

 

big_banner
არქივი