logo_geo
საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე ცნობილი ექიმის სიძეა
- +

3 დეკემბერი. 2019. 00:44

 

რამდენიმე თვის წინ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ვაჟა სირაძე დაინიშნა. 33 წლის მაიორს შსს-ში მუშაობის საკმაოდ დიდი ხნის გამოცდილება აქვს. იგი წლების განმავლობაში უწყებაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2015 და 2018 წლებში ვაჟა სირაძე შს მინისტრმა მედლით დააჯილდოვა. 

ვაჟა სირაძე ხობში დაიბადა და გაიზარდა. იქვე დაამთავრა სკოლაც. შემდეგ ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა. სირაძის დედა, ეკა ლატარია ადვოკატია, ხოლო მამა, შოთა სირაძე - მოსამართლე. ჰყავს უმცროსი ძმა.

 
33 წლის მაიორი დაოჯახებულია. მისი მეუღლე, მარიკა ქავთარაძე ექიმ ლევან ქავთარაძის ქალიშვილია. ქავთარაძე ნევროლოგია და მას, როგორც სამედიცინო წრეში, ასევე საზოგადოებაში კარგად იცნობენ. იგი დაახლოებით 10 წელია ხობში ცხოვრობს და საქმიანობს, მანამდე კი, ქავთარაძეების ოჯახი სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა.

 

პერეტბურგში დაიბადა მარიკა ქავთარაძე. სკოლაც იქ დაამთავრა, შემდეგ კი, საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა და უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დახურა.

სირაძემ და ქავთარაძემ 2015 წლის აგვისტოში იქორწინეს. ქორწილი თბილისში გადაიხადეს. ერთი წლის წინ ქალიშვილი შეეძინათ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი