logo_geo
ქიბარ ხალვაში: გვარამია არ არის გვარამია - ის არის მიშა!
- +

4 მარტი. 2017. 00:08



ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს პასუხობს და აცხადებს, რომ არანაირი მოლაპარაკება და შეთავაზება არ განიხილება. ხალვაშმა ამის შესახებ „გურია ნიუსთან" საუბარში განაცხადა.


„გვარამია არ არის გვარამია. ის არის მიშა, როცა გულუბრყვილო ვიყავი, ვცდილობდი პრობლემების დროს მოლაპარაკებას. ეს დრო წავიდა. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო მე თვითონ შევთავაზებდი მოლაპარაკებას.

 

ვიცით, რომ მილიონები მისთვის minor issue არის ამხელა საქმისთვის. მაგათ, ალბათ დაავიწყდათ რა ზარალი მოგვაყენეს მიშამ, გვარამიამ და მათმა თანაგუნდელებმა. დაავიწყდათ, ალბათ, რა გვიქნეს ჩვენ და ჩვენს ახლობლებს", - განაცხადა ხალვაშმა.


 

big_banner
არქივი