logo_geo
2020 წელს, თბილისში, 3 დიდი გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება
- +

5 დეკემბერი. 2019. 19:45

 

2020 წელს თბილისში, რამდენიმე დიდი გამზირის რეაბილიტაცია იგეგმება. წლეულს დაწყებული პროექტების ნაწილი კი, მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მომავალი წლიდან მერია ქეთევან წამებულის, წერეთლის, ვაჟა-ფშაველას გამზირების სრულ რეაბილიტაციას გეგმავს.

 

კალაძის ინფორმაციით, დაწყებულია და მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება   ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია, თავისი გამწვანების სამუშაოებით, ახალი განათების ბოძებით. ასევე, 2020 წელს დასრულდება მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი სრულიად ახალი გზის მშენებლობა.

„საკმაოდ ვითარდება არსებული ტერიტორია, გვაქვს მისასვლელი გზების პრობლემა და დავიწყეთ ამ სამუშაოების განხორციელება. მოეწყობა ბეტონის გზა და გაზაფხულზე დასრულდება სამუშაოები. ვაპირებთ საბურთალოს და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის პროექტის განხორციელებას. ასევე წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ქეთევან წამებულის გამზირების სრულ რეაბილიტაციას. აქაც ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება გვექნება როგორც ჭავჭავაძის გამზირზე, როგორც ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე. მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყლის სისტემები, შეიცვლება გაზის მილები. გამწვანება თავიდან განახლდება და დარწმუნებული ვარ, ეს გამზირებიც იქნება კეთილმოწყობილი და განახლებული, როგორც სხვა შემთხვევაში გვქონდა",- განაცხადა კალაძემ.

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2019 წლის ბოლოდან ,ასევე დაიწყება უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან წყნეთის გზატკეცილამდე დამაკავშირებელი გზის მშენებლობა; დასრულდება გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი