logo_geo
ნანა ჩაჩუა: სასკოლო სახელმძღვანელოები იმგვარად არის შედგენილი, ბავშვებს დარჩეთ განცდა, რომ არაფერი შეუძლიათ
- +

5 დეკემბერი. 2019. 22:52

 

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც, საქარველოში, მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება უჭირთ.

ფსიქოლოგს რჩება შთაბეჭდილება, რომ სასკოლო სახელმძღვანელოები სპეციალურად არის იმგვარად შედგენილი, რათა ბავშვებს დარჩეს განაცდა, რომ ვერ ჩაწვდება. ამ მხრივ თანაბრად მძიმე მდგომარეეობაა დაწყებით და მაღალ კლასებშიც.

 

როგორც ნანა ჩაჩუამ 2020NEWS -თან ინტერვიუში განაცხადა, ქართულ სკოლებში ბავშვები სწავლობენ ისეთი სასკოლო სახელმძღვანელოებით, რომლებიც მოსწავლეების გონებრივ განვითარებას აფერხებს.

 

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს სახელმძღვანელოები სპეციალურად არის შედგენილი, რათა ბავშვებს დარჩეთ განცდა, რომ არაფერი შეუძლიათ, მათი გონებრივი შესაძლებლობა გარკვეულ ინფორმაციას ვერ ჩაწვდება. სახელმძღვანელოებში ყველაფერი ისეა აგებული და აწყობილი, რომ ლოგიკურ კავშირს ვერ იპოვი. მე მინახავს მსგავსი სახელმძღვანელოები: ქიმიაში, გეოგრაფიაში, ისტორიაში, მათემატიკასა და სხვა”, - ამბობს ფსიქოლოგი და მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალს, უპირველესად, სახელმძღვანელოების დახვეწასა და პედაგოგებისთვის მოტივაციის ამაღლებაში ხედავს.

 

"იმ ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, საცოდაობაა, ხელოვნური შეზღუდვები დაუწესო. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, სკოლამ, მშობლებმა? ასე პირდაპირ, რომ დასვა ბავშვი და უთხრა, ლოგიკური აზროვნება ისწავლე, ან განივითარეო, შეუძლებელია. უპირველესად, უნდა დაიხვეწოს სახელმძღვანელოები და დაფასდეს პედაგოგების შრომა, რათა მასწავლებელს მუშაობის მოტივაცია ჰქონდეს და ამის საფუძველი კი, მაღალი ანაზღაურებაა. ასევე, უნდა შეიცვალოს მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება. ნათქვამია, რომ ომს კარგი მასწავლებელი და კარგი სკოლა იგებს",- განაცხადა ჩაჩუამ.

 

 

 

big_banner
არქივი