logo_geo
ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის
- +

6 დეკემბერი. 2019. 22:07

 

 

 

ფილოლოგიის დოქტორი, მომღერალ ზურაბ ხაჩიძის მეუღლე ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის. მას მარჯვენა ფილტვის სიმსივნე აღმოაჩნდა.

 

როგორც ზურა ხაჩიძემ "რეიტინგს" განუცხადა, ხათუნა ჟორდანია მკურნალობის კურსს ისრაელში გადის. მომღერალი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს და მოუწოდებს, რომ ვინც ხათუნას ამბავს შეიტყობს პირჯვარი გადაიწერონ და გამოჯანმრთელება უსურვონ მას.

 

მინდა საზოგადოებას ვთხოვო, როცა წაიკითხავს ამ ინტერვიუს, პირჯვარი გადაიწეროს და გამოჯანმრთელება უსურვოს ხათუნას. ადრეც ვთხოვე ეს საზოგადოებას. როცა მე და ხათუნა შეყვარებულები ვიყავით, ამას დიდი სკანდალი მოჰყვა და ვთქვი, ვინც გაიგებს ჩვენი დაქორწინების ამბავს, პირჯვარი გადაიწეროს და თქვას, ღმერთმა ბედნიერები ამყოფოს-თქო და ახლაც იგივეს ვთხოვ, პირჯვარი გადაიწერონ და გამოჯანმრთელება უსურვონ ხათუნას”,-ამბობს მომღერალი.


ზურაბ ხაჩიძის თქმით, დაავადების არსებობის შესახებ შემთხვევით გაიგეს. ხათუნა ჟორდანიას ახველებდა და მისმა ქალიშვილმა ნინიმ ის ექიმთან წაიყვანა.

 

 

 

big_banner
არქივი